წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილით, 12 საათზე იყო დანიშნული თუმცა ის თითქმის 5 საათიანი დაგვიანების შემდეგ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.