თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც ოქმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ხელოვნურად ატეხილ ხმაურს ცესკოში გამოეხმაურნენ, სადაც განმარტეს , რომ კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან.
„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა წერე არის შემდეგი: აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები და ასევე სუბიექტის წარმომადგენლები. შესაბამისად ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციაა“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.