საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1732909270
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა განცხადება:
ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.
2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.
მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. გვანცა ბრაჭველი2. მერი ფანცულაია3. ანა პაპკიაური4. ნინო ბერიშვილი5. ანა შუბითიძე6. ეკატერინე ხმალაძე7. ალექსანდრე გოგოლაძე8. ანა მაჩაბლიშვილი9. თამარ ქუთათელაძე10. მანანა შანიძე11. ეკატერინე გაბიტაშვილი12. ნიკა ხაჩიძე13. ეკატერინე ზანგალაძე14. დავით ცაგურია15. ლელა ურუშაძე16. ნინო საღირიძე17. მარიამ ზაკალაშვილი18. გელა მგელაძე19. მარი გავაშელიძე20. როენა სუხიაშვილი21. გვანცა ჭანტურია22. ლელა სტურუა23. ლელა კვაჭანტირაძე24. ნინო ლომია25. ნინო ბუაძე26. ნატო დოლიძე27. დავით ჩახუნაშვილი28. გიორგი ჩახუნაშვილი29. მიხეილ გელოვანი30. თეა თევდორაძე31. მარიამ ვარდიაშვილი32. ნადეჟდა ჟღენტი33. ანი ჯანაშია34. სოფო ალავიძე35. ანნა ხოფერია36. ვერა გეგენავა37. ქრისტინა ჭანტურიძე38. ლევან კანდელაკი39. თამარ სამადაშვილი40. დავით წერეთელი41. მარიამ რამიშვილი42. ქრისტინე ელიოსიძე43. მერაბ იოსავა44. ოთარ ცაგარეიშვილი45. მანანა ჭიჭინაძე46. ქეთევან ქავთარაძე 47. ეკატერინე ჟღენტი48. მარიამ ფაშალიშვილი49. ანა ტატულაშვილი50. კონსტანტინე ქვათაძე51. მილენა ბაინდური52. თამარ ქაშიბაძე53. ნატალია ადამაშვილი54. ცირა ნანობაშვილი55. ცირა მერაბიშვილი56. ნინო გეგეშიძე57. სალომე ჯავაშვილი58. ლალი ებანოიძე59. იულია ზედგენიძე60. ნინო ვახანია61. ზაალ მერაბიშვილი62. ანი დეკანოსიძე63. ლაშა დვალი64. თამარ მანაგაძე65. თამარ აბულაძე66. ირინე პეტრიაშვილი67. მაგდა დგებუაძე68. ლალი კუდუხოვა69. ზურაბი ჩხაიძე70. ფიქრია ავალიანი71. ელენე კობაიძე72. მარინა ლაშქარაშვილი73. რუსუდან ხუციშვილი74. მარიამ ბაკურაძე75. თეონა თოდუა76. ნინო ბაბილუა77. ნატალია ქაჩლიშვილი78. ლია სანოძე79. ლევან ბაკურაძე80. ნინო სარაშვილი81. ელენე მარცვალაძე82. ლიკა ტყეშელაშვილი83. ლიკა მაისურაძე84. ლევან ჩიტიაშვილი85. ქეთევან სტვილია86. ქეთევან ღამბაშიძე87. მერაბ კეკელიძე88. ეკატერინე რუაძე89. რუსუდან ჭლიკაძე90. თამარ მამაცაშვილი91. ნია ხაჩიძე92. დავით ბიბილაშვილი93. სოფო გონაძე94. ხათუნა სოფრომაძე95. თამარ ჩუბინიძე96. თეონა ოქროჭელიძე97. ეკა კუჭავა98. ლიანა კარიჭაშვილი99. დავით დიაკვნიშვილი100. თინათინ სულაძე101. ლია არველაძე102. ეკატერინე ქანთარია103. ციური თუშიშვილი104. ანა ასლანიკაშვილი105. ირინა კალანდაძე106. მაია ჯაფარიძე107. ანი ბერაია108. თინათინ მანჯავიძე109. ნუგზარ მარწყვიშვილი110. ლია ოშაყმაშვილი111. ნათია გაზდელიანი112. ირაკლი ქარსელაძე113. ნათია ქაქუთია114. ელზა ნალბანდიშვილი
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1732909270