ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაზე ისაუბრა.
მან ჩამოთვალა ის ძირითადი ქმედითი მიმართულებები, რომლის შესრულების ვალდებულებას სახელმწიფო იღებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის კუთხით.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის, ვინაიდან ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი ამ თემის მიმართ და, ზოგადად, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. თქვენის ნებართვით, პატარა შესავალს გავაკეთებ - გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. უკვე მიმდინარე წელს, მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დამტკიცდა, საიდანაც ორს გამოვარჩევდი - მთავრობის 412-ე განკარგულება და მთავრობის 92-ე დადგენილება, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ამტკიცებს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ნორმატიული აქტებით და ამ პოლიტიკური ნებით, ჩვენ შევქმენით უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოპულაციის მართვა განვახორციელოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჰუმანური მეთოდებით. ასეთია ოთხი ძირითადი, ქმედითი მიდგომა, რომელსაც ეს კანონმდებლობა აწესებს: პირველ რიგში, იმ სამ ლოკაციაზე სადაც, დღეის მდგომარეობის, არ არის თავშესაფრები, დამატებით სამი თავშესაფრის მშენებლობა, ასევე, სამი არსებული თავშესაფრის ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია 102 000 ძაღლის იდენტიფიკაცია, 3-წლიან ჭრილში არის გათვალისწინებული, ჯამში, 240 000 ძაღლის იდენტიფიკაცია.
ასევე, რაც ყველაზე მთავარია, პატრონიანი ცხოველების - ამ შემთხვევაში ძუ ძაღლები იგულისხმება - სტერილიზაცია - მიმდინარე წელს ეს ციფრი არის 13 000, ხოლო სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - 40 000. ასევე, უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია კასტრაცია - წელს იგეგმება 36 000, სავარაუდო გეგმით, ხოლო ჯამურად - 112 000.
ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ციფრები და შთამბეჭდავი ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ჰიპერპოპულაციის მენეჯმენტი განახორციელოს“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.