წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

კონკურსი

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურიგანვითარების ფონდმა წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკისრეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსიგამოაცხადა.

 

პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვანსივრცეში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად მდგრადირეკრეაციული გარემო.

მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით დაიგეგმება პარკის საბავშვო და დასასვენებელიზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშოსივრცეები, ველოსიპედისა და საფეხმავლობილიკების ქსელი.

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს  კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღიასცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.

წალენჯიხის პარკში დაგეგმილია, ასევე,  ინფრასტრუქტურის სრულად განახლება, შადრევნების, სარწყავი, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.

პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარკის ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს.