ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ცაგერი

ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში 12 წარჩინებულ მოსწავლეს -ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლაცორიის, ორბელის, ლასურიაშის, ღვირიშის და აღვის საჯარო სკოლებიდან, გადაეცათ კომპიუტერები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილემ, რევაზ ახვლედიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან- ირაკლი სილაგაძესთან ერთად კომპიუტერები გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.