რას ჰყვება დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი - პროკურატურამ ჩვენება გაასაჯაროვა
1788108576
საჩხერეში თევზაობის დროს 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.