„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
„თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“, – მსახიობი სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას მადლობას უხდის.
„თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე, ფეხის მოტეხილობის და ურთულესი ოპერაციის შემდეგ. ეს იყო ერთი ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში — ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც.
დღეს კი ვცეკვავ კიდეც!
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფრის გადალახვაში დამეხმარნენ — ჩემი ერთგული, ყურადღებიანი და სიყვარულით სავსე მეგობრები, ოჯახის წევრები, ნაცნობები…
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემს გვერდით იდექით, არასოდეს დამივიწყეთ, დღეში ერთხელ მაინც მეკითხებოდით როგორ ვიყავი და შემაგულიანებდით. თქვენთან ერთად შეუძლებელი შესაძლებელი გახდა.
დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…
ყოველ დილით თვალის გახელა სასწაულია, ყოველი ნაბიჯი — საჩუქარი.
მადლიერები ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს — განსაკუთრებით კი ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არ გააჩნია ადამიანს.
ცხოვრება წუთებია — დავაფასოთ ისინი, სანამ ჩვენია.
დავიცვათ თავი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე
მადლობა უფალს, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში ხართ. თქვენ ხართ ჩემი ნამდვილი არმია კეთილის მსურველების, ნამდვილი ურთიერთობის და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი“, - წერს სალომე შარვაძე.