ტინტო - მაშველი ძაღლის ამბავი, რომელიც სპეციალური ჟეტონით არის დაჯილდოებული

ტინტო

მცხე­თა­ში, "ბაზ­რის უბ­ნი­დან" გუ­შინ 5 წლის ბავ­შვი და­ი­კარ­გა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია, მაშ­ვე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

მო­ზარ­დი მა­ლე­ვე იპო­ვეს, ის თავს კარ­გად გრძნობს და ოჯახ­თან ერ­თა­დაა.

სამძებრო სამუშაოებში მაშველი ძაღლი ტინ­ტო იყო ჩართული. ბავშვი მისი დახმარებით იპოვეს.

ტინტო სპეციალურად არის გაწვრთნილი სამძებრო-სამაშველო აქტივობების ჩასატარებლად და საქართველოში მონაწილეობა არაერთ სამაშველო ღონისძიებაში აქვს მიღებული.

როდესაც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს პოულობს ტინტო ყეფას იწყებს და მაშველებს ანიშნებს ამის შესახებ.

მაშველი ძაღლი ქართველ მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციებში აქტიურ რეჟიმში არის ჩართული და  წარმატებით აგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

„ტინტო“  დაჯილდოვებულია სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

 მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს.