მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა RedNote-ი, ბოლო დღეებში ადამიანებს ინგლისურენოვანი მოდერატორების პოზიციაზე აქტიურად ასაქმებს.
მიზეზი, აშშ-ს მომხმარებლების მზარდი რაოდენობაა, რომლებიც ამ პლატფორმაზე ანგარიშებს ქმნიან, რაც დიდწილად გამოწვეულია აშშ-ში TikTok-ის მოსალოდნელი აკრძალვით. ზოგიერთი ამერიკელი მომხმარებელი საკუთარ თავს "TikTok ლტოლვილს" უწოდებს. ისინი ცდილობენ ადაპტირდნენ ახალ აპლიკაციაში, რომელსაც მკაცრი წესები აქვს.
RedNote-ის გამოყენების შემდეგ, ზოგიერთი იმედგაცრუებულია ცენზურის წესების გამო, რომელიც ბევრად სცილდება იმას, რასაც ისინი მიჩვეულები იყვნენ Tiktok-ზე. ეს არ არის მხოლოდ ძალადობრივი შინაარსის, სიძულვილის ენის, ან პორნოგრაფიის აკრძალვა, აქ ცენზურა ხორციელდება ტერმინების მთელ რიგ სიაზე, რომლებიც მიჩნეულია მგრძნობიარედ, პოლიტიკურად თუ სხვაგვარად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ადგენს ცენზურის წესებს, მათი აღსრულება ძირითადად ენიჭება პლატფორმებს, რომლებიც ხშირად იყენებენ მოდერატორთა დიდ გუნდს კონტენტის გასაფილტრად. ეს პლატფორმები იძულებულნი არიან მკაცრად დაიცვან ცენზურა, რადგან შეუსრულებლობამ შესაძლოა მათთვის ჯარიმები გამოიწვიოს.
ცნობისთვის, აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანიას TikTok-ის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 19 იანვრას, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება.
შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა.