„ტემპერატურა -5 გრადუსი, თოვა და ძლიერი ქარი“ - ნახეთ, როდიდან უარესდება საქართველოში ამინდი

ძლიერი ქარი

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლიც მოვიდა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ნოემბრის 19-დან, 21 რიცხვის ჩათვლით, ტემპერატურა კვლავ დაეცემა და თოვლიც მოვა. 

„17 ნოემბერს ნალექიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი იქნება. მაღალმთაში თოვლია და გაფრთხილებაც გავავრცელეთ. ასევე, მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 

18 ნოემბერს უნალექო ამინდია საქართველოში. 19-ში კვლავ თოვლს ველოდებით. 20-21-დან კი ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში - 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ნიორაძემ. 

ასევე ნახეთ:

„თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა“ - გაფრთხილება მძღოლებს

VIDEO: „მეორედ მაშინ დავბადებულვარ, როდესაც გავხდი ნანულის ქმარი...“ - გაიცანით, 83 წლის გურული მსახიობი

„ეს არის სილამაზე და არა გახდილი რომ იღებენ ორსულობის ფოტოებს“ - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს რუსკა ქარქაშაძე