„თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა“ - გაფრთხილება მძღოლებს

თოვლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ30-კმ140(ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ნახეთ:

რატომ ქორწინდებიან კაცები ქალებზე, რომლებიც არ უყვართ - ფსიქოლოგის განმარტება

„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო...“ - კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს

„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს