1769284719
ტემპერატურა +15 გრადუსი დაფიქსირდება - 26 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.












