თბილისში ხვალ მოთოვს

თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, თბილისში, ხვალ მოსალოდნელია თოვლი.

„ძლიერ თოვას ველოდებით მთიან რეგიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალიდან ყველგან მოთოვს, ასევე ხვალ, თოვლს ველოდებით დედაქალაქშიც“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. 

„24 იანვარს, შედარებით, გამოიდარებს, მაგრამ ნარჩუნდება ცივი ამინდი.

25-26-ში, კი ყინვა გაძლიერდება. 27-იდან, თვის ბოლომდე, ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება.

ღამის საათებში, 25-26 იანვარს, შიდა ქართლში -9 გრადუსი იქნება. თბილისში და კახეთში -3 -4 გრადუსი. დღის საათებშიც ყინვა გაძლიერდება“,- თქვა სვეტლანა ნიორაძემ. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: მიჩიგანის ტბაზე ძლიერმა ყინვამ შთამბეჭდავი სტრუქტურები შექმნა

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის შეუძლია ერთჯერადი დახმარების მიღება მერიისგან