თბილისში ბინის ქირა გაიაფდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

ქრა

2025 წელს თბილისში ბინის ქირის ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10.4 დოლარი იყო, 2024 წელს კი ქირის ფასი 11.7 დოლარს შეადგენდა.

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა - როგორია 1 კვ.მ-ის ფასი?

„გასაქირავებელმა ფასმა ნორმალიზება 2024 წელს დაიწყო და უძრავი ქონების ამონაგებ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდა, თუმცა, ის კვლავ აჭარბებს მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობაში არსებულ დონეს.

2026 წელს ქირა კორექტირებას განაგრძობს (-2.1%). ამონაგები დაახლოებით 8%-ის გარშემო დარჩება“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

წყარო