სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„16 აგვისტოს 00:00 საათიდან, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ასევე, 16 აგვისტოს, 08:00 საათიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, “საქართველოს რაგბის კავშირისა” და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” - წერია მერიის განცხადებაში.