1738354266
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს:
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება.
➡ სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
➡ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა"- ,ნათქვამია განცხადებაში.