1755172226
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული უნივერსიტეტელის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, ლეგენდარული ქართველი ელინისტის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო.
რისმაგ გორდეზიანი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო ქართული ფილოლოგიისა და განათლების სფეროში — მისი ღვაწლი თაობების განათლებასა და მეცნიერების განვითარებაში შეუფასებელია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“.