თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

გარდაიცვალა აკაკი ქავთარაძე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დიდ მწუხარებას გამოთქვამს თეატრის ღვაწლმოსილი ორკესტრის მუსიკოსის აკაკი ქავთარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს და კოლეგებს.

პანაშვიდი 21 იანვარს 16:00 საათიდან.

დაკრძალვა 22 იანვარს 14:00 საათზე.მისამართი: ვახტანგ ბოჭორიშვილის N24, I სადარბაზო, მე-4 სართული“,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.