თბილისის N 212 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

პედაგოგ ეკა ზაქაიძის გარდაცვალების გამო თბილისის N 212 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ეკა ზაქაიძის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს!  გასულ წლებში ეკა ასწავლიდა ჩვენს სკოლაში. მან უდიდესი სიყვარული დატოვა სასკოლო საზოგადოებაში“, - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.