1795290000
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დაშვებული.
ქვემო ფონიჭალაში, 19 ნოემბერს, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.










