მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 21 რეისი გაუქმდა, აღნიშნულის შესახებ Rustavi 2-ს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი 17 რეისი აღარ შესრულდება.
თბილისის აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა მიმართულებებით:თელ-ავივი – 7 რეისი; შარჟა – 2 რეისი; დუბაი – 3 რეისი; დოჰა – 3 რეისი; აბუ-დაბი – 1 რეისი; ქუვეითი – 1 რეისი.ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი 4 რეისი.