თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, კახეთის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან, შალვა თადუმაძესთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.