საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
1749499831
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:
„საქართველო ანტიციკლონურ ზონაშია, შუა ტროპოსფეროში სამხრეთ-დასავლეთიდან სუბტროპიკული ქედი ძლიერდება, ფაქტორების ერთობლიობა კი მზიან დღეებს გვპირდება - ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში +31…+33 °C- იქნება, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ოდნავ გრილი: +25…29 °C დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში საღამოს საათებში ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი ელჭექით.
ზაფხულის არდადეგების სეზონის დაწყებასთან ერთად, ბევრს აინტერესებს ზღვისპირა კურორტებზე წყლის ტემპერატურა, ამიტომ გეტყვით: საქართველოს სანაპიროზე წყლის ტემპერატურა საშუალოდ დაახლოებით +21+22 გრადუსია, მომავალი მზიანი ამინდის გამო, ზღვა უახლოეს დღეებში ოდნავ უფრო თბილი გახდება. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალია, ამიტომ მზეზე თუ დააპირებთ ხანგრძლივად ყოფნას, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ლამაზ დღეებს გისურვებთ“, - წერს კობა ფარტენაძე.