სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი - ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება - მამა გიორგი ვაშალომიძე

მამა გიორგი ვაშალომიძე

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით.

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა. სწორედ აქ მოღვაწეობდა ილია მეორე წლების განმავლობაში. სიონში დაკრძალულია საქართველოს 8 პატრიარქი.

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სიონის ტაძარში გუშინ იმყოფებოდნენ.

თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მამა გიორგი ვაშალომიძე აცხადებს, რომ დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია.

"სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი, ვინაიდან ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება. რაც შეეხება მის განსასვენებელ ადგილს, მის სიცოცხლეშივე იყო გაცხადებული ეს ადგილი, მას თავად უნდოდა სიონში განსვენებულიყო,"- აცხადებს მამა გიორგი.