„ფუტკრების" შეჭრა და „სისხლით სავსე მიწები“ - ვრცელდება მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის
1766782083
სპერმის დონორმა, რომელსაც იშვიათი გენეტიკური მუტაცია აღმოაჩნდა, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის, ევროპის მასშტაბით სულ მცირე 197 ბავშვი გააჩინა, მათ შორის ზოგი უკვე გარდაიცვალა.
ამის შესახებ სტატიას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მამაკაცმა სპერმა დანიაში, კერძო სპერმის მარაგების ცენტრში ჩააბარა. თუმცა, მოგვიანებით მისი სპერმა 67 სხვადასხვა კლინიკაში 14 ქვეყანაში გამოიყენეს.
საინტერესოა ის ფაქტი, სპერმის დონორმა არ იცოდა, რომ ის გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყო.
მედია წერს, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენმა ბავშვს გადაეცა გენეტიკური მუტაცია, თუმცა მათ 60 წლამდე ასაკში ერთი ან მეტი კიბოს განვითარების 90%-მდე შანსი აქვთ.
კიბოს განვითარების მაღალი რისკის გამო, ბავშვებს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები დასჭირდებათ, ხოლო მათ საკუთარ შვილებზე გენეტიკური მუტაციის გადაცემის შანსი 50%-ია.