სოფია ბაბლუანის ფილმმა RELIGION TODAY-ზე მთავარი ჯილდო მიიღო

ფილმი

სოფია ბაბლუანის ფილმმა „ფოფოდიას შვილები“ კინოფესტივალზე RELIGION TODAY („რელიგია დღეს“) ყველაზე წარმომადგენლობითი ჯილდო მიიღო, კატეგორიაში „რწმენის სული“.

როგორც ფესტივალის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 67-წუთიანი სურათი „ფესტივალის ჭეშმარიტ სულისკვეთებას გულწრფელად ასახავს“. ფილმი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი მოზარდების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თავგადასავლების დროს ერთმანეთს ეხმარებიან.