1740388520
„სიზმრად ნახა ტრაგედიის ადგილზე ყაყაჩოების ველი და თითოეული გარდაცვლილის თეთრი ქანდაკება!...“ - რა წერს ზაზა მესხის და

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია.
„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია“, - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.
ამ დრომდე არ არის ნაპოვნი ზაზა მესხი და მისი სამი შვილი. რამდენიმე დღის წინ იპოვეს მესხის მეუღლის ცხედარი.
ზაზა მესხის და სოციალურ ქსელში წერს:
„მე ზაზა მესხის და ვარ. ჩემმა ნათესავმა ნახა სიზმრად ტრაგედიის ადგილზე აღმოცენებული ყაყაჩოებით მორთული ველი და თითოეული გარდაცვლილის თეთრი ქანდაკება, იქ დადგმული!..“
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში მეწყერს ოფიციალური ინფორმაციით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.
ასევე ნახეთ:
„მდინარემ გაიტაცა ბაქსი... თუ რამე ინფორმაციას ფლობთ, დაუკავშირდით პატრონს“