„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოდელი, ტელეწამყვანი და ყოფილი "მის საქართველო" ირინა ონაშვილი აღნიშნულს ემოციური პოსტით ეხმაურება:
,,სიგიჟეა ის რაც ვქენი... და ეს ყველაფერი Mevlud Meladze ამ კაცის დამსახურებაა. მადლობა, ნდობისთვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით, მეტჯერ აღარ ვიზამ, ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ", - წერს ირინა ონაშვილი.