შუქი გაითიშება - გაფრთხილება ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 მარტს 10:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ავჭალის მასივში, სოფელი გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს გიორგიწმინდის დასახლებაში დავით აღმაშენებლის, სანდრო კანდელაკის, სოხუმის, თბილისის, განთიადის, ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი გლდანში, გლდანის მასივში.

12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ცხვედიეთი, წითლიანი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, ორხევი. 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.