"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მაისს 07:00-იდან 07:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, საგურამო, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და ხოჭის ტბის მიმდებარედ; 12:05-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაზალეთი, მილახვრიანი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, სასხორი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.