შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში - კულა გლდანელის, ზაქარია მაისურაძის, ერმალოზ კობერიძის, ხოჭის ტბის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში - აღმაშენებლის, სააკაძის, მუხრანის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ნამგალების ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნავდარაანთკარი, წეროვანი, გალვანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზედგენიძის, ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.