შსს განცხადებას ავრცელებს

მაშველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ასევე ნახეთ:

„ყველას გვიყვარხარ, მიშო... გულს გაგიბზარავს იმაზე ფიქრი, თუ რას ხედავდა და გრძნობდა ჩემი ღიმილიანი და თავაზიანი მიშო - კოლეგები დაღუპულ ოპერატორზე

თბილისში, 9100 აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა

„ქალი ოჯახს არ ანგრევს... თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს“ - მანანა თოდაძე