1755099291
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მსჯავრდებულები ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.
პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან სანთლები, ტკბილეული და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.