„შევეცდებით, ადამიანებს ავუსრულოთ მათი ოცნებები…“- სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი „რუსთავი 2“-ზე თავის საავტორო გადაცემას „ამბავს“ აანონსებს და აღნიშნავს, რომ უკვე 15 წელია, გადაცემა აღარ წაუყვანია:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 15 წელი გავიდა, რაც მე ეკრანზე აღარ გამოვჩენილვარ ასეთი სახით, ბოლოს 15 წლის წინ მიმყავდა გადაცემა.

გადავწყვიტე, რომ ახლა გამოვჩნდები და მერე კიდევ 15 წლის შემდეგ (იცინის).

იწყება ახალი გადაცემა, რომლის წამყვანიც ვიქნები მე.

გადაცემაში ნახავთ ნაცნობ და უცნობ ადამიანებს. ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს მომზადებული პირველი გადაცემისთვის. საინტერესო რუბრიკა გვექნება, როცა შევეცდებით, ადამიანებს ავუსრულოთ მათი ოცნებები…“ - ამბობს სალომე.