შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი, ვუსამძიმრებ საქართველოს - ლევან საგინაშვილი

ლევან საგინაშვილი

შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ქრისტიანული სამყაროსთვის. ვუსამძიმრებ საქართველოსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა.

„ის იყო ჩვენი სულიერი მამა, ამ ქვეყნად გვაძლიერებდა და დარწმუნებული ვარ, ახლა იმ ქვეყნიდან ილოცებს ჩვენთვის. მადლობა მას ყველაფრისთვის“, - აღნიშნა საგინაშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების რიგი არ წყდება. ისინი ილია მეორის ფასდაუდებელ ღვაწლს უსვამენ ხაზს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ტაძარში ყოველდღიურად მიდიან: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.