შეშუპება, წყურვილის შეგრძნება... - ექიმის მოსაზრება 7 დამალულ სიმპტომზე, როდესაც ტკბილეულს დიდი ოდენობით ჭამ

შაქარი

დღესდღეობით, ბევრ კერძს უმატებენ შაქარს მათი გემოს გასაუმჯობესებლად. თუმცა, ამ პროდუქტის ჭარბი რაოდენობა რაციონში შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

რაციონში შაქრის ჭარბი რაოდენობით მიღების ნაკლებად აშკარა ნიშნები არსებობს, თუმცა ადამიანები, როგორც წესი, მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ნახეთ, რა არის ეს ნიშნები:

1. წყურვილის შეგრძნება

„შაქრის ჭარბი რაოდენობით მიღების მოულოდნელი სიმპტომი შეიძლება იყოს წყურვილის მომატება. როდესაც სისხლში შაქრის დონე იმატებს, თქვენი სხეული ცდილობს მის დაბალანსებას უჯრედებიდან წყლის გამოდევნით, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და წყურვილი. როდესაც საქმე ტკბილეულის მიღებას ეხება, მეტი სითხის მიღების სიგნალი - იქნება ეს წყალი, რძე თუ სხვა სასმელი - თქვენი ორგანიზმის მიერ საკუთარი თავის დაბალანსების მცდელობის საშუალებაა“, - ამბობს სპეციალისტი.

2. ჭარბი გაზების წარმოქმნა

თუ ჭარბი გაზები გაქვთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ჭარბი ბოჭკოს, ცხიმიანი საკვების ან რძის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას უკავშირდება, თუმცა ეს სიმპტომი შეიძლება ძალიან ბევრმა შაქარმაც გამოიწვიოს.

3. შეშუპება

დიეტოლოგ ეშლი კოფის თქმით, შაქრის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მუცლის არეში. თუ ამას შეამჩნევთ, შეამცირეთ შაქრის მიღება და ნახეთ, გაქრება თუ არა სიმპტომი.

4. გამონაყარი კანის სათანადო მოვლის მიუხედავად

შაქრის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და კანზე აკნე. თუ ეს პრობლემები გაქვთ, შეეცადეთ აკონტროლოთ შაქრის რაოდენობა და ნახავთ, ის არის თუ არა მიზეზი.

5. უმიზეზოდ ღიზიანდებით

განწყობის ცვალებადობა შეიძლება ჭარბი შაქრის მოხმარების ნიშანი იყოს. თუ რეგულარულად მიირთმევთ ტკბილეულს, შესაძლოა, ამის გადახედვის დროა.

6. კონცენტრირება არ შეგიძლიათ

შაქრის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება კონცენტრაციის გაძნელება და ტვინის დაბინდვა გამოიწვიოს. თუ ეს მოხდება, გაიხსენეთ ბოლო რამდენიმე კვება.

7. ტკბილეულისადმი დაუძლეველი ლტოლვა

შაქრის მოხმარებისთვის თავის დანებება შედარებით უმტკივნეულო რომ იყოს, სპეციალისტი გირჩევთ, თქვენს რაციონში მეტი ჯანსაღი ცხიმი, ცილა და ბოჭკო დაამატოთ. ეს თავიდან აგაცილებთ სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, უფრო დიდხანს იგრძნობთ დანაყრების შეგრძნებას და შეამცირებთ ტკბილეულისადმი ლტოლვას.