1738323694
შეშფოთებულები ვართ ამ ხანგრძლივი შიმშილობით - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ექიმებმა ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, მას განსაკუთრებულ მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს.
"ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას ამ მშვიდობიანი მეთოდით ებრძოლოს ხელისუფლებას და ამ რეჟიმს, თუმცა შეშფოთებულები ვართ ამ ხანგრძლივი შიმშილობით. მე გავეცანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის დაწყებამდე და მას აქვს რამდენიმე სერიოზული, ქრონიკული დაავადება, რომელიც შეუთავსებელია შიმშილობასთან", - აცხადებს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი მანანა ჯებაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პოლიციაზე თავდასხმისთვის დააკავეს. პროტესტის ნიშნად, ის უკვე მე-20 დღეა, რაც შიმშილობს.