პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცხოვრება ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ - მეგობრული თავგანწირვის ისტორიით მუსიკოსი დათო ევგენიძე ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც ურთულეს ოპერაციაზე ისაუბრა.
მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ეთერში თქვა, რომ ღვიძლის ოპერაცია პირადად, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუფინანსა.
„ყველაფერი საჩუქარია, მათ შორის განსაცდელი. გიორგი რომ არა არც წავიდოდი თურქეთში. არც ფული მქონდა. მადლობა მინდა ვუთხრა, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა. სახელმწიფომ კი არა, პირადად დამაფინანსა. მე არ მითხოვია. შემთხვევით გაუგია და დამირეკა. თავიდან მეგონა, ვიღაც მაშაყირებდა. ვერ წარმომედგინა.
... 17 საათიანი ოპერაცია ჩატარდა, თვალი რომ გავახილე პირველი გიორგი ვთქვი. მას დათო უთქვამს. ორივე ერთმანეთის ფოტოებს ვითხოვდით, რომ ნამდვილად ცოცხლები ვიყავით“,- ამბობს ევგენიძე.