თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ბევრ ჩვენგანს აქვს ჩვევა, რომ ძილის წინ სმარტფონებში უნდა იყვნენ ჩართულები და სხვაასხვა რამ დაათვალიერონ. ბევრსაც სჯერა, რომ ეს თვისება ადამიანს ძილში ხელს უშლის, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ცირკადული ნეირომეცნიერების პროფესორი ამტკიცებს, რომ ეს სულაც არ არის ასე.
„ტექნიკურად, სმარტფონების ცისფერმა შუქმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილზე, მაგრამ ეს ეფექტები უმნიშვნელოა, თუ ტელეფონს საათობით არ იყენებთ კაშკაშა ეკრანით“, - ამბობს ექსპერტი.
მან განმარტა, რომ თვალები შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილ-ღვიძილის ციკლზე და ისინი მგრძნობიარეა არა მხოლოდ ლურჯი სინათლის, არამედ წითელი და სხვა გრძელი ტალღის სიგრძის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ სინათლის ფერი არ არის მთავარი საკითხი.
მაგრამ ექსპოზიციის ინტენსივობას და ხანგრძლივობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონის ეკრანები შედარებით ჩაბნელებულია - დღის სინათლე 1000-ჯერ უფრო ძლიერია - მათი გავლენა ძილზე შეიძლება არ იყოს ისეთი დამღუპველი, როგორც ხშირად ფიქრობენ..