1777927983
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქნის უნებართვოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა, ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ მოწყობილ ბაქანზე განათავსა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა სამართალდარღვევის შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.










