„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, NATO-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს შორის, 2025 წლის 21 ნოემბერს ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიწვევის საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მონაწილეობის უფლება მოიპოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფმა.
საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian 26-1) ტარდებოდა მიმდინარე წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. ოპერაციის ფარლგებში, საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფის 11 მოსამსახურე თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ფრეგატზე სახელწოდებით "TCG Gaziante (F-490)" იყო განთავსებული, სადაც თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ერთობლივ სწავლებაში.
NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ დღეისათვის ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას. მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან.