თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
საფრანგეთის დეპარტამენტში შემავალ კუნძულ რეიუნიონზე ვულკანი 2026 წლის დასაწყისიდან მეორედ ამოიფრქვა, - ამის შესახებ კუნძულის პრეფექტურისა და “პიტონ დე ლა ფურნეზის” ვულკანოლოგიური ობსერვატორია იუწყება.
ფრანგული მედიის ცნობით, მანამდე, 2023 წლის აგვისტოდან, ვულკანი მიძინებული იყო.
ვულკანი “პიტონ დე ლა ფურნეზის” ამოფრქვევის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 18-დან 20 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირდა.
"პარასკევს, 13 თებერვალს, მაგმის მეორედ ამოფრქვევის შემდეგ, განგაშის დონე 2.1-მდე გაიზარდა", -ნათქვამია რეიუნიონის პრეფექტურის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამოფრქვევის გამო, “ენკლოს-ფუკეზე”, უახლეს კალდერაზე წვდომა აიკრძალა.