სასარგებლო თვისებები, რომლითაც ვირის რძე გამოირჩევა

ვირი

სახედრების ფერმა თბილისთან ახლოს - სოფელ სააკაძეებში, პროფესიით მოქანდაკეს, სახედრების ფერმის გაკეთების იდეა 8 წლის წინ გაუჩნდა. თემურ ლომიძე კვიპროსზე წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მსგავსი ტიპის ფერმაც პირველად სწორედ იქ ნახა.

ვირის რძე ძალიან ძვირად ღირებულია. კიდევ უფრო ძვირია ვირის რძისგან დამზადებული ყველი, რომელიც ერთი კილოგრამი, დაახლოებით, 1800 ლარი ღირს. მაღალი ფასი ვირის დაბალი წველადობით არის განპირობებული.

სახედარი დღეში სულ რაღაც 200-300 გრამ რძეს იძლევა. ფერმაში 120-მდე სახედარია. გარდა ამისა, მას სასარგებლო თვისებებიც აქვს. რძე იმითაც არის გამორჩეული, რომ არანაირი უკუჩვენება არ აქვს და შეიცავს უიშვიათეს ბ-8 ვიტამინს.

ბევრ ქვეყანაში სახედრებს სწორედ თერაპიის მიზნით იყენებენ. ძალიან ხშირად ეს თერაპია დადებით შედეგს იძლევა, განსაკუთრებით - ბავშვებსა და შშმ ადამიანებში.

მასალა მომზადებულია კურიერი P.S-დან.