თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით.
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).
საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა თბილისსა (22.5 პროცენტი) და აჭარის ა/რ-ში (20.5 პროცენტი).
უწყების ანგარიშით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9 პროცენტს.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია და საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. ეს მაჩვენებელიც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია.
2024 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113.5 ათასი შეადგინა, რაც 5.3 პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.1 პროცენტით გაიზარდა და 51.2 ათასი შეადგინა. დიაგრამა №3 ასახავს ნომრებისა და ადგილების რაოდენობის განაწილებას რეგიონების მიხედვით.
2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი, ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2 პროცენტს შეადგენდნენ.
2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით.
საქსტატის ცნობით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, შესაბამისად, 15.4 და 14.7 პროცენტი. 2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას – 53.3 პროცენტს – ქალები წარმოადგენდნენ.