რა ეღირება დოლარი და ევრო 27 აგვისტოს - ვალუტის კურსი
1756213550
საქართველოს ეროვნული ინტერესია მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, კეთილდღეობა, რა ტყუილებსაც არ უნდა მიმართონ, საზოგადოებას ამაზე უარს ვერ ათქმევინებენ, -ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე დაუსვეს კითხვა.
„სურვილია, საქართველოში მოვლენების რადიკალიზაცია, აქაური რადიკალების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების თავმოყრა და მათზე ისეთი დავალების მიცემა, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პროცესების წარმართვისთვის იქნება. რით ვერ გაიგეს და ისწავლეს როგორც აქაური, ლოკალური რადიკალების მმართველებმა და დავალების მიმცემებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე, თავად ქართველმა რადიკალებმა, რომ მათი გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართველი ხალხის მოტყუება გამორიცხულია. დიდი ხანია, მათი მცდელობები წარსულს ჩაბარდა. რა ტყუილებს, მაქინაციებს, მოვლენებისა და გარემოებების ფალსიფიკაციასაც არ უნდა მიმართონ, IRI-ს ხელმძღვანელი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, ქართულ საზოგადოებას ეროვნულ ინტერესებზე უარს ვერ ათქმევინებენ. საქართველოს ეროვნული ინტერესია მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა. ამიტომ, 13 სექტემბერი იქნება, თუ რა თარიღიც არ უნდა მოიგონონ, სინამდვილეში, როგორც აქამდე ჩაიფუშა მათი მცდელობები და საპნის ბუშტივით გასკდა, ასეთივე ფიასკო ელოდებათ. ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი ხდება, როგორ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეთქმულება და შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქვეყნის გარედან ხდება და ამას მხარს უჭერს მეხუთე კოლონა, თანამედროვე „ორჯონიკიძეები“, ვისითაც, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციაა დახუნძლული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.