საქართველოში მარწყვი უცნაურ ნაყოფს ისხამს - გლეხები რჩევებს კითხულობენ (ფოტოები)

მარწყვი

სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს ფეისბუკზე საკმაოდ დიდი ჯგუფი აქვთ, სადაც პრობლემებს განიხილავენ, პროდუქციას ყიდიან და ერთმანეთს რჩევებს ეკითხებიან.

სწორედ ამ ჯგუფში იკითხეს, როგორ შეიძლება თავიდან აიცილონ ანომალია, რომელიც ზოგიერთ მეურნეობაში მარწყვმა გამოავლინა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მარწყვის აღნიშნული ჯიში ჰიბრიდულია და ის დამწიფებამდე იწყებს გამრავლებაზე „ფიქრს“ და ღივდება. ასეთი ნაყოფი საკვებად არ ვარგა და დედა მცენარეს უნდა მოაცილონ.