ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
საქართველოში კვლავ უამინდობაა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, თუმცა ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია: გუდაური –კობის, კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე. ასევე შეზღუდვაა - ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს , მარნეული-თეთრიწყარო-წალკის, ოფიტარა-მელეს, ქორენიში-შოვის, ჯვარი-უშგულის გზის მონაკვეთებზე.
ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ასევე კურორტი გოდერძი-უტყისუბნის, კორშა-შატილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე.