საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

მიწისძვრა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 00:34-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3კმ-ში მოხდა 3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქართველოში მიწისძვრა გუშინ, 21 ივლისსაც მოხდა.