საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თბილისის დროით, 05:30 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა. 

ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფსორი იყო. 

ცნობისთვის, რაჭაში პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ირთან იყო.

ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.